ჩვენი სასტუმრო-სანატორიუმი

სასტუმრო-სანატორიუმი "იმერეთი", წყალტუბო

სასტუმრო–სანატორიუმი "იმერეთი"

სასტუმრო–სანატორიუმი "იმერეთი" მდებარეობს ქალაქ წყალტუბოს ცენრტალურ ნაწილში – ბალნეოლოგიურ ზონასთან ახლოს, მისამართზე წერეთლის ქ. N8.
სასტუმრო–სანატორიუმი "იმერეთი" არის ორსართულიანი შენობა, საერთო ფართით 751.63 კვ. მ და ეზო ფართით 1000 კვ. მ
შენობის პირველ სართულზე მდებარეობს სილამაზის სალონი, ვალუტის გამცვლელი პუნქტი, მარკეტი, აფთიაქი.
მეორე სართულზე განლაგებულია 13 კეთილმოწყობილი (12 სტანდარტული და 1 ნახევრადლუქსი) ოთახი. სანატორიუმი გათვლილია 26–30 ადგილზე.შენობაში არის ცენტრალური გათბობა, კონდიციონრები, WIFI, კაბელური ტელევიზია და ავტოსადგომი.
შესაძლებელია ადგილზე კომპლექსური მკურნალობის ჩატარება ბალნეოლოგიურ ზონაში, ექიმის მეთვალყურეობით, ცნობილი რადონის აბაზანებით, მასაჟით, ფიზიოპროცედურებით და ფიზკულტურით.
სანატორიუმის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ექიმის, მასაჟის და ფიზიოპროცედურების კაბინეტები.
ახალ სარეაბილიტაციო ცენტრ "Behealthy" –ში მისასვლელად დაგჭირდებათ სულ რაღაც 15 წუთი სანატორიუმიდან, სადაც მიიღებთ წყლის და არამარტო წყლის გამაჯანსაღებელ პროცედურებს.
1 დღის ღირებულება სტანდარტულ ნომერში შეადგენს 140 ლარს (ორ კაცზე), ერთი ადამიანის შემთხვევაში 80–100ლარს, ნახევრად-ლუქს ნომერში ღირებულება შეაგდენს 160 ლარს(ორ კაცზე).
ღირებულებაში შედის სანატორიუმში ცხოვრება, 3-ჯერადი კვება, მკურნალობა: მასაჟი(ერთი წერტილი), ფიზიოპროცედურა (ერთი ერთეული), აბაზანა, ექიმის პროფილაქტიკური გასინჯვა.
მათთვის, ვისაც სურს ისარგებლოს მხოლოდ ნომრით (პროცედურების გარეშე), ასეთ შემთხვევაში სტანდარტული ნომრის ღირებულება შეადგენს 80 ლარს (2 კაცზე), 100 ლარი 3 კაცზე (გასაშლელი საწოლით). სამჯერადი კვებით, ხოლო ნახევრად ლუქსის ღირებულებაა 100 ლარი.
სასტუმრო–სანატორიუმი "იმერეთი" თავის დამსვენებლებს თავაზობს შემეცნებით ტურებს საქართველოს ნებისმიერ ადგილებში და ტრანსფერის სერვისს დამატებით საფასურის გადახდის შემთხვევაში.
სანატორიუმთან ახლოს მდებარეობს მაღაზიები, აფთიაქები, ცენტრალური ბაზარი, სასადილო ობიექტები.
8 წლამდე ბავშვებს მივიღებთ 50% ფასდაკლებით.

 

ჩვენი პრიორიტეტია - შესანიშნავი სერვისი და მომსახურების ხარისხის მუდმივი ზრდა.

სასტუმრო-სანატორიუმი "იმერეთი" გთავაზობთ:

  • უფასო Wi-Fi ნომრებში და მთელ ტერიტორიაზე
  • 24-საათიანი უსაფრთხოების დაცვა
  • უფასო ავტოსადგომი