მსოფლიოში ცნობილი ბალნეოლოგოური კურორტი წყალტუბო გიწვევთ

კურორტი წყალტუბო დასავლეთ საქართველოში, მდინარე წყალტუბოს ხეობაში, ზღვის დონიდან 95-120 მ -ზე მდებარეობს. ქუთაისიდან 7 კმ-თაა მოშორებული, თბილისიდან - 250 კმ-ით, ხოლო შავი ზღვიდან -- 70 კმ-ით.

წყალტუბო ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში, XII-XIII საუკუნეებში წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე სარგებლობდა ფართო პოპულარობით. 1920 წელს წყალტუბოს ტერიტორია გახდა სახელმწიფო საკუთრება და შეიძინა ბალნეოლოგიური კურორტის ფუნქცია.

წყალტუბო დაიყო ბალნეოლოგიურ, სანატორიულ და საცხოვრებელ ზონებად. სხვადასხვა დროს გაშენდა 19 სანატორიუმი და პანსიონატი, 9 სააბაზანო, საკურორტო პარკი, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი.

წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს „უკვდავების წყარო“. ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზომიერება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები მკურნალობის, პროფილაკტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ამაღლების საშუალებას იძლევა.

უნიკალური სამკურნალო მინარალური წყლების გამო კურორტმა შორს გაითქვა სახელი. მისი მინერალური წყლები განეკუთვნებიან სუსტადრადონულ(1-2,7 ნკ/ლ ან3; 7,5 მახეს ერთეული ან 40-10 ბკ.) ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიან წყლებს. წყლის ბუნებრივი ტემპერატურა (33-35°c) საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ის წინასწაი შეთბობის გარეშე.

კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ თექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, (ანუ მინერალური წყანი პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას. წყალტუბოს მინრალური წყლები სხვა წყლებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში შემავალი ინგრედიენტები, უმცირეს დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობითაა.

კურორტზე აღმოჩენილ იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი -- კურორტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი (განსაკუთრებით კი „თეთრი მღვიმის“ მიკროკლიმატი) წარმატებით გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, სტენოკარდიის, ქრონიკული პნევმანიის, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამკურნალოდ. წყალტუბოში მკურნალობენ როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშებს.

კლასიკური საკურორტო მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 15-20 დღე.

წყალტუბოში ასევე ფუნქციონირებს ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ინსტიტუტი. ინსტიტუტში ტარდება ფუნდამენტური გამოკვლევები იმუნჰემატოლოგიაში, ალერგოლოგიაში, მოლეკულურ და იმუნოლოგიაში, იმუნური სისტემების ფიზიოლოგიაში. ინსტიტუტის ეგიდით, 20 წლოს განმავლობაში გაიმართა 30 მსოფლიო, ევროპული და ეროვნული სამეცნიერო ფორუმი.