სამკურნალო ჩვენებები

ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი Be healthy გთავაზობთ როგორც სამკურნალო და გამაჯანსაღებელ ასევე კოსმეტოლოგიურ პროცედურებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმების მეთვალყურეობით და უახლესი სამედიცინო აპარატებით. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი - კარსტული მღვიმეები (განსაკუთრრებულად "თეთრი მღვიმეს" მიკროკლიმატი) გამოიყენება გულის ჰიპერტონიული დაავადების, ქრონიკული პნევმონიის, ბრონქიალური ასთმის და ნევროზების სამკურნალოდ

ჩვენებები:   გულსისხლძარღვთა   მიმოქცევის  სისტემის დაავადებები  (რევმატოიდული  ეტიოლოგიის)  რევმატოიდული  ენდომიოკარდიტი,  ჰიპერტონული  დაავადება  1-2  სტადია,  ძვალ - კუნთოვანი  სისტემის  დაავადებები  რევმატოიდული  პოლიართრიტები,  ტრავმული  წარმოშვების  ართრიტები,  პონდილოზი,  სპონდილოართროზი,  ხერხემლის  ოსტრეოხონდროზი,  ბეხტერევის  დაავადება,  მაანკილოზებელი  სპონდილოართრიტი,  პერიფერიული  სისხლძარღვთა  დაავადებები,  საჯდომი  ნერვის  დაზიანება,  მალტაშუა  დისკების  დაავადებები,  ცენტრალური  ნერვული  სისტემის  დაავადებები, ქალის  სასქესო  ორგანოების  დაავადებები,  უნაყოფობა,  კანის  დაავადებები  - ფსორიოზი,  ეგზემა, ნეიროდერმიტი.